Aa Aa
12 იანვარი 2020  |  15:49

"მანჩესტერის" გეგმები - "ნაპოლის" ერთბაშად 3 მოთამაშე იანვარში

 ‘‘მანჩესტერ იუნაიტედი’’ ‘‘ნაპოლის’’ 3 ფეხბურთელით დაინტერესდა. სანის ცნობით წითელი ეშმაკები მზად არიან არკადიუშ მილიკის, კალიდუ კულიბალისა და ფაბიან რუიზის თაობაზე იტალიურ კლუბთან მოლაპარაკება გამართონ. მათი საერთო ფასი 200 მილიონ ფუნტ სტერლინგს აღწევს.

‘‘მანკუნიანელები’’ ფიქრობენ, რომ მათი გადაბირების შემთხვევაში წარუმატებელი პირველი ნახევრის შემდეგ გაზაფხულზე ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებენ, რაც კლუბის მთავარი მიზანია.

ევროპულ სატრანსფერო ბაზარზე კულიბალი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ცენტრალური მცველია, ხოლო მილიკმა მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 10 გოლი გაიტანა. რაც შეეხება რუიზს, მისით მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“ ინტერესდებიან. ესპანელზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები