გორგოძე ნახევარფინალში დამარცხდა და Aus Open-ისთვის მოემზადება
Aa
Aa

გორგოძე ნახევარფინალში დამარცხდა და Aus Open-ისთვის მოემზადება

ეკატერინე გორგოძემ კანბერას 25 000-იან ტურნირზე გამოსვლა ნახევარფინალურ ეტაპზე დაასრულა.

ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს 187-ე ჩოგან მაგდალენა ფრეხს დაუპირისპირდა და ორ სეტში დამარცხდა. ფრეხმა პირველ სეტში ერთადერთი ბრეიკით იმარჯვა, მეორე პარტიაში კი გორგოძის ჩაწოდება ორჯერ აიღო. საბოლოოდ, ეკომ თამაში 4:6; 3:6 დათმო.

გორგოძემ ტურნირზე 3 მატჩი მოიგო და 1/2 ფინალში გასვლისთვის 18 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა. იგი WTA-ს ამჟამინდელ კლასიფიკაციაში 203-ე ადგილზეა.

28 წლის ქართველი წლის პირველი დიდი სლემის ტურნირისთვის მოემზადება, რომლის საკვალიფიკაციო ეტაპი 14 იანვრიდან იწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები