Aa Aa
8 იანვარი 2020  |  12:06

ჭრილობა მამის ხელზე - განრისხებულმა ციციპასმა მამას ჩოგანი მოუქნია, ის კი მოიბუზა

ახალი თაობის გამორჩეული წარმომადგენელი, სტეფანოს ციციპასი ATP CUP-ის მატჩის მიმდინარეობისას საშინლად მოიქცა და გაბრაზებულმა საკუთარ მამას ხელში ჩოგანი მოარტყა.

21 წლის ჩოგბურთელი ერთ-ერთი წაგებული გეიმის შემდეგ განრისხდა და სკამისკენ, სადაც მისი მამა - აპოსტოლოსი იჯდა, ჩოგნის მტვრევით წავიდა, რა დროსაც მამა მოიბუზა, თუმცა მას მარცხენა ხელის იდაყვთან ჩოგანი მაინც მოხვდა. 

 

აპოსტოლოს ციციპასმა, რომელსაც შესამჩნევი ჭრილობაც დარჩა, ინციდენტის შემდეგ ტრიბუნებზე გადაინაცვლა და მწვრთნელის სკამზე აღარ დაბრუნებულა. სტეფანოსს მატჩის მიმდინარეობისას დედა და მეორე მწვრთნელი ეკონტაქტებოდნენ.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენციისას ციციპასს ინციდენტზე ჰკითხეს, რაზეც მოკლე კომენტარი გააკეთა და იხუმრა კიდეც: "სამწუხაროდ, საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე და, რა თქმა უნდა, რაც გავაკეთე, არ უნდა გამეკეთებინა. შესაძლოა, ამის გამო მამამ დამსაჯოს და მომდევნო 3 დღის გატარება ოთახში მომიწიოს". 

აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი ეპიზოდი არ ყოფილა, როცა ციციპასი წყობიდან გამოვიდა. მოგვიანებით, მან იმავე მწვრთნელების სკამისკენ ბურთი ძლიერად განზრახ ისროლა, რის გამოც მსაჯმა მას საერთოდ გეიმში წაგება ჩაუთვალა.

ჯერჯერობით ციციპასს ამ ქმედებისთვის არანაირი ჯარიმა არ დაკისრებია. ვნახოთ, ექნება თუ არა რეაქცია ATP-ს. 

ATP CUP-ის მე-3 ტურის მატჩში, ციციპასმა ნიკ კირგიოსთან 3 სეტში - 6:7; 7:6; 6:7 წააგო. შეხვედრა ძალიან დაძაბული და ემოციებით დატვირთული გამოდგა, რის გამოც შემდეგ გამართულ წყვილების მატჩში სტეფანოსს უკვე აღარ უთამაშია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში