კლოპის ახალი კონტრაქტი: გერმანელი ''ლივერპულში'' 2024 წლამდე იმუშავებს!
Aa
Aa

კლოპის ახალი კონტრაქტი: გერმანელი ''ლივერპულში'' 2024 წლამდე იმუშავებს!

საფეხბურთო კლუბ ''ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. გერმანელი სპეციალისტი ''ენფილდზე'' 2024 წლამდე იმუშავებს. ინფორმაციას ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

კლოპის ხელმძღვანელობით ინგლისურმა კლუბმა 2018-19 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მიმდინარე სეზონში კი პრემიერ ლიგას ლიდერობს. ამ ეტაპზე კლოპის ფეხბურთელები ჩემპიონატის მთავარი პრეტენდენტები არიან.

კლოპი ''ლივერპულის'' მთავარი მწვრთნელის პოსტს 2015 წლის აგვისტოდან იკავებს.

თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო მწვრთნელმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში აღნიშნა, რომ შეთანხმებით ორივე მხარე კმაყოფილია და ''ენფილდზე'' მუშაობით ძალიან ბედნიერია, რადგან კლუბის ხელმძღვანელებთან შესანიშნავი ურთიერთგაგება ჩამოუყალიბდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები