გუარდიოლას პოჩეტინო შეცვლის? - უცნობი პუნქტი პეპის კონტრაქტში
Aa
Aa

გუარდიოლას პოჩეტინო შეცვლის? - უცნობი პუნქტი პეპის კონტრაქტში

ბრიტანული მედიის ცნობით მიმდინარე სეზონის ბოლოს შესაძლოა პეპ გუარდიოლამ ''მანჩესტერ სიტი'' დატოვოს. Sportsmail-ის ცნობით გასულ წელს კატალონიელმა სპეციალისტმა ''ქალაქელებთან'' ახალი კონტრაქტი 2021 წლამდე გააფორმა. ახალ კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვით სეზონის დასრულების შემდეგ მხარეების თანხმობის შემთხვევაში თანამშრომლობა შეწყდება.

გასულ თვეში პეპ გუარდიოლამ ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით განაცხადა:''კონტრაქტთან დაკავშირებით შემიძლია ღიად ვისაუბრო, რაც მხოლოდ კლუბის პოზიციას არ გულისხმობს. მნიშვნელოვანია ვხედავდე ფეხბურთელების ემოციებს, მათ რეაქციებს. ახალი კონტრაქტის გაფორმება არ არის ისეთი მარტივი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.  მე მსურს ვხედავდე ფეხბურთელებს თუ როგორ ვმუშაობთ ჩვენ ერთად, ვხედავდე მათ რეაქციებს, მათ განწყობებსა და დამოკიდებულებებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.''

48 წლის სპეციალისტმა ''ბარსელონას'' მთავარ მწვრთნელად ოთხი წელი იმუშავა, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ლა ლიგა სამჯერ მოიგო და ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიმარჯვა. შემდეგ იყო მიუნხენის ''ბაიერნში'' გატარებული სამი სეზონი და სამჯერ მოგებული ბუნდესლიგა.

2016 წელს მანუელ პელეგრინი ''მანჩესტერ სიტის'' დაემშვიდობა და მექსიკელი გუარდიოლამ შეცვალა.

გასულ ტურში მანჩესტერულ დერბიში მარცხის შემდეგ გუარდიოლას გუნდის საჩემპიონო შანსი ძალიან ბუნდოვანი გახდა. უკანასკნელ ხუთ ტურში ''ქალაქელებმა'' ხუთიდან 2 მატჩი დათმეს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებენ. გუარდიოლას გუნდსა და ლიდერ ''ლივერპულს'' შორის 14-ქულიანი სხვაობაა.

''მანჩესტერ სიტის'' ხელმძღვანელები მაურისიო პოჩეტინოს მუშაობით მოხიბლულნი არიან. თუ გუარდიოლა სეზონის დასრულებისას გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, ''ქალაქელების'' სპორტული დირექტორი ჩიკი ბიგირისტაინი მოლაპარაკების გამართვას არგენტინელთან გეგმავს. პოჩეტინომ მიმდინარე სეზონში წარუმატებელი ასპარეზობის გამო  ''ტოტენჰემი'' დატოვა და უმუშევარია.

2010 წელი -  გუარდიოლა და პოჩეტინო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები