იულიან ნაგელსმანი
Aa
Aa

უმნიშვნელოვანესი გამარჯვება | ეკვადორმა გერმანიას მოუგო და პლეიოფში გავიდა

მსოფლიო ჩემპიონატის E ჯგუფის ბოლო ტურში ეკვადორი გერმანიას დაუპირისპირდა. „ლა ტრის“ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსის შესანარჩუნებლად გამარჯვება ესაჭიროებოდა და სამხრეთამერიკელებმა უმნიშვნელოვანესი სამი ქულა აიღეს.

მატჩი „ბუნდესმანშაფტის“ უპირატესობით დაიწყო. იულიან ნაგელსმანის გუნდმა ანგარიში მალევე გახსნა და მეორე წუთზე დაწინაურდა. ფლორიან ვირცის გადაცემით ლეროი სანემ ისარგებლა და გერმანია წინ გაიყვანა.

ეკვადორმა ანგარიში მალევე გაათანაბრა. ნილსონ ანგულომ მანუელ ნოიერის კარი შორეული დარტყმით აიღო და ეკვადორი თამაშში დააბრუნა. პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა, მეორე ნახევრის სტარტზე კი გერმანელების სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, თუმცა მომენტის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ მსაჯის გადაწყვეტილება შეიცვალა.

ეკვადორმა გამარჯვების გოლი 77-ე წუთზე გაიტანა. კუთხურის შემდეგ გონსალო პლატამ დასწრებაზე ითამაშა და „ლა ტრი“ წინ გაიყვანა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ეკვადორმა 2:1 მოიგო.

ამრიგად, E ჯგუფში პირველი ადგილი გერმანიამ დაიკავა, რომელმაც 6 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე 6 ქულით კოტ-დ’ივუარი გავიდა, ხოლო ეკვადორი 4 ქულით მესამეზეა. „ლა ტრი“ საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის მოხვდა და პლეიოფში ითამაშებს. ეკვადორმა მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი საკუთარ ისტორიასი მეორედ დაძლია. ბოლოს ეს მათ 2006 წლის მსოფლიოზე გააკეთეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს დივიზიონს უფრო მეტად აამოძრავებს“ - მანუელ ტორესი ილიას მარცხზე
„ეს დივიზიონს უფრო მეტად აამოძრავებს“ - მანუელ ტორესი ილიას მარცხზე