ნიკოლა პეპე
Aa
Aa

ნიკოლა პეპეს დუბლი - კოტ-დივუარის პირველი პლეიოფი მუნდიალზე

მსოფლიო ჩემპიონატზე E ჯგუფში მესამე ტურის მატჩები გაიმართა. ფილადელფიაში კოტ-დ’ივუარმა კურასაოს 2:0 მოუგო.

ანგარიში მეშვიდე წუთზე გაიხსნა - იან დიომანდეს პასის შემდეგ თავი ნიკოლა პეპემ გამოიჩინა. მეორე ტაიმი კურასაომ კარგად დაიწყო, თუმცა 64-ე წუთზე კუნძულელებმა მეორე გოლი გაუშვეს: პეპემ დუბლი გაიფორმა, ასისტენტის როლში კი იბრაჰიმ სანგარე მოგვევლინა.

ამ გამარჯვებით კოტ-დ’ივუარი 6 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და 1/16 ფინალში საფრანგეთს ან ნორვეგიას შეხვდება.

რაც შეეხება ამ ჯგუფში პარალელურად გამართულ კიდევ ერთ მატჩს - ეკვადორმა გერმანიას 2:1 მოუგო და მესამე ადგილიდან პლეიოფში გასვლა გაინაღდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვინი მთავარი მოთამაშეა. წარმოუდგენელ ფორმაშია“ - ნეიმარი
„ვინი მთავარი მოთამაშეა. წარმოუდგენელ ფორმაშია“ - ნეიმარი