ვიტსელი წლის ბოლომდე იუქმებს - ბელგიელი თავის სახლში წაიქცა
Aa
Aa

ვიტსელი წლის ბოლომდე იუქმებს - ბელგიელი თავის სახლში წაიქცა

აქსელ ვიტსელი წლეულს „დორტმუნდს“ ვეღარ დაეხმარება. ბელგიელმა ფეხბურთელმა ტრავმა საკუთარ სახლში მიიღო. ვიტსელი წაიქცა, სახე დაიზინა და საქმე იქამდე მივიდა, რომ საავადმყოფოში ინტენსიური მკურნალობის ქვეშ იმყოფებოდა.

გერმანული პრესის მიხედვით ყველაფერი კარგად დასრულდა და აქსელი ჰოსპიტალიდან უკვე გაწერეს. ეს ინფორმაცია „დორტმუნდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუსიენ ფავრმაც დაადასტურა: „კვირას ვიტსელთან გასაუბრება ვერ მოვახერხეთ, რადგან ის ინტენსიური მკურნალობის ქვეშ იმყოფებოდა.

აქსელი 2019 წელს გუნდს ვეღარ დაეხმარება, თუმცა კლინიკიდან უკვე გაწერეს და სახლში იმყოფება. იმედი მაქვს ვიტსელი მაქსიმალურად სწრაფად გამოჯანმრთელდება“.

ბელგიელი ფეხბურთელის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება „დორტმუნდმაც“ გამოაქვეყნა: „აქსელ ვიტსელმა წაქცევის შემდეგ სახე დაიზიანა და გუნდს წლის ბოლომდე ვერ დაეხმარება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები