ლივერპული 5:2 ევერტონი - შვიდი გოლი და უამრავი მომენტი
Aa
Aa

ლივერპული 5:2 ევერტონი - შვიდი გოლი და უამრავი მომენტი "ენფილდზე" (VIDEO)

პრემიერლიგის მე-15 ტურში „ენფილდზე“ ლივერპულური დერბი შედგა. იურგენ კლოპის გუნდმა „ევერტონს“ 5:2 სძლია.

მატჩი საკმაოდ თვალსასეირო გამოდგა. 7 გატანილ გოლთან ერთად გუნდებმა ბევრი მომენტი გაუშვეს ხელიდან.

ორიჯისა და შაქირის გოლებს მოიზე კინმა უპასუხა. შემდეგ კვლავ ორიჯიმ გაიტანა, რასაც მანეს გოლიც მოჰყვა. ტაიმის მიწურულს კი რიშარლისონმა მეორე ნახევარს აზრი მისცა და ტაბლოზე 2:4 დააფიქსირა.

შესვენების შემდეგ  „ევერტონს“ კარგი შანსი ჰქონდა, რომ ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე დაეყვანა. საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე ერთი-ერთზე ალისონთან გასულმა მოიზე კინმა ბურთი კარს ააცილა.

ამ მომენტიდან მალევე „ლივერპულმა“ მე-5 გოლი გაიტანა. ფირმინომ უაღრესად ტექნიკურად ითამაშა და მცველს თავბრუ დაახვია, შემდეგ ვაინალდუმს გადააწოდა, რომელმაც შორეულ კუთხეში ზუსტად გაისროლა და ტაბლოზე საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 5:2

„წითლები“ 15 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 43 ქულით ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები