Aa Aa
21 ნოემბერი 2019  |  11:11

კასანო: "სკუდეტოს" კონტეს გუნდი მოიგებს"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ სერია A-ს მიმდინარე სეზონის შესახებ ისაუბრა და საკუთარი ფავორიტი დაასახელა. „კასანატას“ აზრით, წელს ჩემპიონატში „იუვენტუსის“ დომინაცია დასრულდება.

„მიმდინარე სეზონის „ინტერი“ იმ „იუვენტუსს“ მახსენებს, რომელმაც კონტეს მისვლიდან პირველსავე სეზონში „სკუდეტო“ მოიგო. მაშინ „მილანში“ ვთამაშობდი და ჩემპიონობა ძალიან დასანანად დავთმეთ.

რა თქმა უნდა, „იუვეს“, სერია A-ს მოსაგებად, საკმარისად ძლიერი გუნდი ჰყავს. მათ პრაქტიკულად ორი შემადგენლობის გამოყენება შეუძლიათ და უდავოა, რომ იტალიის მასშტაბით უძლიერესი გუნდია.

მეორე მხრივ, ისინი ჩემპიონთა ლიგის მოგებას უმიზნებენ, ამიტომ თუკი ორივე ფრონტზე ფეხი ოდნავ მაინც დაუცდებათ და „ინტერი“ სტაბილურობას შეინარჩუნებს, „სკუდეტოს“ სწორედ კონტეს გუნდი მოიგებს“.

იტალიის ჩემპიონატის დაწყებიდან 12 ტური გავიდა. „იუვენტუსმა“ „ინტერს“ სტუმრად მოუგო და ამჟამად მას ცხრილში 1 ქულით უსწრებს. უქმეებზე ორივე გუნდს რთული გასვლითი თამაში უწევს - „ბებერი ქალბატონი“ ბერგამოში „ატალანტას“ უნდა შეხვდეს, ხოლო „ნერაძური“ ტურინში „ტორინოს“ დაუპირისპირდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები