რასიზმი, თუ უბრალოდ ხუმრობა? ბერნარდო სილვა twitter-ის პოსტისთვის დასაჯეს
Aa
Aa

რასიზმი, თუ უბრალოდ ხუმრობა? ბერნარდო სილვა twitter-ის პოსტისთვის დასაჯეს

„მანჩესტერ სიტის“ პორტუგალიელი შემტევი ბერნარდო სოციალურ ქსელში ხუმრობის გამო დასაჯეს.

სილვა twitter-ში თანაგუნდელ ბენჟამინ მენდის ეხუმრა, შემდეგ კი გაირკვა რომ 25 წლის პორტუგალიელს ამის გამო 1 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და პლუს ამას 50 ათასი ფუნტის გადახდაც დააკისრეს.

ბერნარდომ ტვიტერზე გამოაქვეყნა პოსტი წარწერით - „გამოიცანი ვინ არის“.

თავად მენდიმ პოსტი ხუმრობად აღიქვა და შესაბამისად იუმორით მიიღო, თუმცა სოციალური ქსელის მომხმარებლებმა პორტუგალიელი ფეხბურთელის კრიტიკა დაიწყეს და მას ბრალი რასიზმში დასდეს.

ამ ამბის შემდეგ, ბერნარდომ FA-ში ბოდიშის წერილი გააგზავნა. ბოდიშმა და გვარდიოლას თანადგომამ სილვას ვერ უშველა და ასოციაციამ ის მაინც დასაჯა.

ფეხბურთელს ქმედება უღირს და შეურაცხმყოფელ საქციელად ჩაუთვალეს.

ბრალდებისა და ჯარიმის დაკისრების შემდეგ, ბერნარდო სილვას დამატებით სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის გავლაც დაავალეს. თუ პორტუგალიელი ამას არ გააკეთებს, მას დისკვალიფიკაცია გაუხანგრძლივდება.

აშკარაა, რომ ევროპაში და ზოგადად მსოფლიოში რასიზმის პრობლემა დგას.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში უცნაურია, რომ თავად მენდიმ ხუმრობა გაიგო და თანაგუნდელს აჰყვა კიდეც, თუმცა ხალხის რისხვამ ყველაფერი შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები