Aa
Aa

მაკრონმა Fed Cup-ის ჩემპიონ საფრანგეთის ნაკრებს უმასპინძლა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფედერაციის თასის გამარჯვებულ მისი ქვეყნის ნაკრებს ელისეის სასახლეში უმასპინძლა.

პრეზიდენტმა მაკრონმა ჩოგბურთელებს: კრისტინა მლადენოვიჩს, კაროლინ გარსიას, ალიზ კორნეს, პოლინ პარმენტიეს, ფიონა ფეროსა და მათ მწვრთნელ ჟულიენ ბენეტოს მადლობა პირადად გადაუხადა.

ფრანგმა გოგონებმა ფინალური დაპირისპირება ავსტრალიის ნაკრებს უმძიმეს ბრძოლაში მათსავე კორტებზე მოუგეს. გადამწყვეტი წყვილთა შეხვედრა გამოდგა, რომელშიც მლადენოვიჩი/გარსიას დუეტმა ბარტი/სტოსურის წყვილს ორ სეტში მოუგო.

საფრანგეთმა ფედერაციის თასის ჩემპიონობა 16 წლის შემდეგ პირველად იზეიმა. 2003 წელს, ამელი მორესმოს თავოსნობით, საფრანგეთმა ფინალური მატჩი აშშ-ს ნაკრებს მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები