რატომ თქვა „ლივერპულმა“ 5-ვარსკვლავიან სასტუმროში გაჩერებაზე უარი?
Aa
Aa

რატომ თქვა „ლივერპულმა“ 5-ვარსკვლავიან სასტუმროში გაჩერებაზე უარი?

დეკემბერში „ლივერპული“ ყატარში გასამართ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება. ტურნირის ორგანიზატორებმა „მერსისაიდელებს“ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, Marsa Malaz Kempinski-ში დაბინავება შესთავაზეს, მაგრამ „წითლებისგან“ უარი მიიღეს.

The Athletic-ის ინფორმაციით იურგენ კლოპის გუნდმა უარი სასტუმროს ბნელი წარსულის გამო განაცხადა, რომელიც მფლობელების მიერ ადამიანის უფლებების არაფრად ჩაგდებას უკავშირდება.

2018 წლის ოქტომბერში Guardian-მა გამოძიება ჩაატარა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ Marsa Malaz Kempinski-ში მიგრანტები უმძიმეს პირობებში მუშაობენ და ანაზღაურების სახით მინიმალურ ხელფასზე გაცილებით ნაკლებს იღებენ. მაგალითისთვის დაცვის წარმომადგენლები 45 გრადუს სიცხეში 12 საათის განმავლობაში მუშაობენ და ხელფასის სახით სულ რაღაც 8 ფუნტს იღებენ.

The Athletic-ის მიხედვით „ლივერპულმა“ Fifa-სა და ყატარელ მაღალჩინოსნებს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ უკვე შეატყობინა და ისიც დასძინა, რომ დასაბინავებლად სხვა სასტუმრო შეარჩია.

როგორც ირკვევა Fifa-სა და ყატარის მთავრობას „მერსისაიდელები“ უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ და „წითლებს“ პასუხი ყველა კითხვაზე გასცეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები