Aa
Aa

მოურინიო და "არსენალი" - რა ხდება რეალურად?

ლონდონის "არსენალს" რთული პერიოდი უდგას. "მეთოფეები" წარუმატებლად ასპარეზობენ და "ნისლიან ალბიონზე" ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა უნაი ემერი დაკავებული პოსტიდან გაათვისუფლონ.

ბრიტანული პრესა ესპანელი სპეციალისტის სავარაუდო შემცვლელსაც ასახელებს და ჟოზე მოურინიოზე აქცენტირებს. The Sunday Times იტყობინება, რომ გასულ კვირას ''არსენალის'' წარმომადგენელი, რაულ სანლეჰი "მოუს" შეხვდა. მათ ერთად ისადილეს და შესაძლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. რაულ სანლეჰი კლუბის საფეხბურთო დირექტორია და გუნდის გაძლიერება მისი პირდაპირი მოვალეობაა.

აღნიშნული წყაროს ცნობით პორტუგალიელმა ''არსენალის'' ერთ-ერთ ხელმძღვანელს თავისი ხედვისა და იმ ფეხბურთელების შესახებ უამბო, ვისთან ერთადაც მუშაობა სურს, თუმცა "მეთოფეები" ამ ყველაფერს კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ მსგავსი არაფერი მომხდარი.

ბრიტანული გამოცემა, Daily Mail "არსენალის" წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესებამება და დასძენს, რომ მოურინიოსა და სანლეჰის ერთმანეთთან წლებია არ უსაუბრიათ.

შეგახსენებთ, რომ 6 ოქტომბერს ''ბორნმუთთან'' მოგებული მატჩის შემდეგ ''არსენალს'' პრემიერლიგაში გამარჯვება არ მოუპოვებია. ემერის გუნდმა "შეფილდ იუნაიტედი", "კრისტალ პალასი" და "ვულვზი" ვერ დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები