რასიზმი იტალიაში - ნერვებმოშლილმა ბალოტელიმ თამაში შეწყვიტა და ბურთი ხალხისკენ დაარტყა
Aa
Aa

რასიზმი იტალიაში - ნერვებმოშლილმა ბალოტელიმ თამაში შეწყვიტა და ბურთი ხალხისკენ დაარტყა

სერია A-ს მე-11 ტურში „ვერონასა“ და „ბრეშას“ შეხვედრაში არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა.

მატჩი მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი მარიო ბალოტელი გახდა. იტალიელმა ფორვარდმა დიდებული დარტყმა შეასრულა.

შეხვედრის მსვლელობისას „სუპერ მარიოს“ „ვერონას“ ქომაგები რასისტული შეძახილებით შეურაცხყოფას აყენებდნენ.

54-ე წუთზე ბალოტელიმ თავი ვერ შეიკავა, თამაში შეწყვიტა და ნერვებმოშლილმა ბურთი ტრიბუნებისკენ დაარტყა.

შეურაცხყოფილ და ნერვებმოშლილ ბალოტელის თანაგუნდელები და „ვერონას“ მოთამაშეებიც ამშვიდებდნენ, საბოლოოდ მათ „ბალო“ დაითანხმეს, რომ მოედანზე დაბრნებულიყო.

მთავარმა არბიტრმა შეხვედრა დროებით შეწყვიტა, რასაც რასისტული შეურაცხყოფის პროტოკოლი ითვალისწინებს.

ტრიბუნებზე ხალხს წესრიგისკენ მოუწოდეს და საბოლოოდ მატჩი დასასრულამდე მივიდა. ეს იყო კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები