„მილანი“ მოდრიჩს, ვიდალსა და რაკიტიჩს უმიზნებს
Aa
Aa

„მილანი“ მოდრიჩს, ვიდალსა და რაკიტიჩს უმიზნებს

სტეფანო პიოლის „მილანი“ კრიზისში იმყოფება. „როსონერის“ რთული პერიოდი უდგას და კლუბის ხელმძღვანელები შემადგენლობის გაძლიერებაზე დაფიქრდნენ. Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით „სან სიროს“ ბინადრები იმ ფეხბურთელებს უმიზნებენ, რომლებიც თავიანთ კლუბებში თავს არც თუ ისე კარგად გრძნობენ.

იტალიური გამოცემა სამ კანდიდატს ასახელებს - ივან რაკიტიჩი, ლუკა მოდრიჩი და არტურო ვიდალი.

„მილანის“ მესვეურები ბოლო პერიოდში აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებდნენ, თუმცა „როსონერის“ აღმასრულებელი დირექტორი, ივან გაზიდისი კლუბის პოლიტიკის შეცვლას გეგმავს.

Gazzeta dello Sport-ის მიხედვით „მილანს“ ყველაზე კარგი შანსი ივან რაკიტიჩთან აქვს. ამ უკანასკნელს დიდი ხანია „კამპ ნოუს“ დატოვებას უწინასწარმეტყველებენ და ესპანურ პრესას თუ დავუჯერებთ, ზამთარში ხორვატი ნახევარმცველი კარიერას სავარაუდოდ სხვა გუნდში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ პიოლის გუნდი 9 ტურის შემდეგ მე-13 ადგილზე იმყოფება. „მილანის“ ანგარიშზე მხოლოდ სამი მოგებაა. აქვე გეტყვით, რომ „როსონერი“ მომდევნო შეხვედრას 1 ნოემბერს გამართავს და საკუთარ კედლებში „სპალს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები