Aa
Aa

"ვალიადოლიდის" დირექტორი: "მესი შავი ყვავილია, რომლის წინააღმდეგაც ვაქცინა არ არსებობს"

კატალონიის „ბარსელონას“ სუპერვარსკლავმა, ლიონელ მესიმ საფეხბურთო სამყარო კიდევ ერთხელ გააოცა „ვალიადოლიდთან“ მატჩში, რომელიც „ბლაუგრანამ“ 5-1 მოიგო, „ლა პულგამ“ დუბლი გაიფორმა და აქტივში ორი შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

შეხვედრის შემდეგ არგენტინელმა ფეხბურთელმა უამრავი საქებარი სიტყვა დაიმსახურა. მესის შესახებ დადებითად „ვალიადოლიდის“ დირექტორმა, დავიდ ესპინარმაც ისაუბრა. ამ უკანასკნელმა საკმაოდ საინტერესო მეტაფორა გამოიყენა და მესი დაავადებასთან გააიგივა.

„მესი შავი ყვავილია, რომლის წინააღმდეგაც ვაქცინა არ არსებობს. ლეო რონალდოს თაყვანისმცემელია და ჩვენმა პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ მესის ისიც აღმერთებს“.

„ეს ორმხრივი გრძნობაა. დარწმუნებული ვარ, დღეს რონალდო მესის გამოსვლით ისე აღფრთოვანდა, როგორც ყველა სხვა, ვინც ლეოს თამაში იხილა. ცუდი ისაა, რომ მესიმ ასე ჩვენ წინააღმდეგ იასპარეზა".

აქვე გეტყვით, რომ შავი ყვავილი, იგივე ნატურალური ყვავილი მწვავე გადამდები დაავადებაა, რომლის გამომწვევია დნმ-ს შემცველი პოქსვირუსი. ჯანმო-ს მიერ ეს დაავადება 1977 წლიდან ლიკვიდირებულად ითვლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები