Aa
Aa

სვიტოლინამ და ჰალეპმა შემაჯამებელი გამარჯვებებით დაიწყეს

ჩინეთის ქალაქ შენჟენში მიმდინარე ქალთა წლის შემაჯამებელ ტურნირზე იასამნისფერი ჯგუფის პირველი ტურის მატჩები გაიმართა. ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა, ელინა სვიტოლინამ და უიმბლდონის წლევანდელმა გამარჯვებულმა, სიმონა ჰალეპმა რთული შეხვედრები მოიგეს.

სვიტოლინა ჩეხ კაროლინა პლიშკობას დაუპირისპირდა და ორსეტიან, თუმცა მძიმე ბრძოლაში აჯობა. პირველი სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, რომელშიც უკრაინელმა 14:12 იმარჯვა. მეორე პარტიაში კი პლიშკოვამ თამაშში გარდატეხა ვერ შეიტანა და მარცხზე ხელის მოწერა მოუწია - 6:7; 4:6.

ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონ ბიანკა ანდრეესკუსთან პირველი სეტი წააგო სიმონა ჰალეპმა, რომელმაც მეორე პარტიაში ერთი მატჩ-პოინტიც გადაარჩინა. საბოლოოდ, რუმინელმა მებრძოლი ხასიათი აჩვენა და 2.5 საათს გაგრძელებული უმძიმესი თამაში თავის სასარგებლოდ დაასრულა - 3:6; 7:6; 6:3.

მეორე ტურში ერთმანეთის წინააღმდეგ ჰალეპი და სვიტოლინა ითამაშებენ, ანდრეესკუ და პლიშკოვა კი შემდეგ ეტაპზე გასასვლელი შანსის შენარჩუნებას ერთმანეთთან მატჩისას შეეცდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები