რატომ თქვა „მანჩესტერმა“ ობამეიანგის ტრანსფერზე უარი?
Aa
Aa

რატომ თქვა „მანჩესტერმა“ ობამეიანგის ტრანსფერზე უარი?

დღეს ბრიტანულ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. როგორც „ნისლიან ალბიონზე“ იტყობინებიან „მანჩესტერ იუნაიტედს“ პიერ-ემერიკ ობამეიანგის გადაბირების შანსი ჰქონდა, მაგრამ „წითელმა ეშმაკებმა“ გაბონელი ფეხბურთელი სათამაშო სტილის გამო დაიწუნეს.

„ოლდ ტრაფორდის“ ბინადრები ობამეიანგს რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ, და 2017 წლის აპრილში, როცა იბრაჰიმოვიჩმა მძიმე ტრავმა მიიღო "მანჩესტერში" „დორტმუნდის“ ლიდერის გადაბირებაზე დაფიქრდნენ.

გაბონელი თავდამსხმელის ნაცვლად, „იუნაიტედმა“ არჩევანი რომელუ ლუკაკუზე შეაჩერა და ბელგიელი 75 მილიონ ფუნტად შეიძინა.

The Athletic-ის მიხედვით „მანჩესტერის“ მაშინდელ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს სურდა ცენტრფორვარდი, რომელიც ფიზიკურად ძლიერი იქნებოდა და პრესინგის თამაში და ბურთის დაჭერა შეეძლებოდა. ობამეიანგი პორტუგალიელი სპეციალისტის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა და ბრიტანულმა გრანდმა მის შეძენაზე უარი სწორედ ამიტომ თქვა.

„მანჩესტერის“ შეცდომით ლონდონის „არსენალმა“ ისარგებლა. „მეთოფეებმა“ 2018 წლის იანვარში „ობა“ 56 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გაიფორმეს. გაბონელს „არსენალის“ რიგებში 77 შეხვედრა აქვს ჩატარებული და უკვე 49 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები