როგორ დასრულდება ლიგის ფაზა - სუპერკომპიუტერის პროგნოზი
Aa
Aa

როგორ დასრულდება ლიგის ფაზა - სუპერკომპიუტერის პროგნოზი

გამოცემა Football Ranked-მა ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ სუპერკომპიუტერის პროგნოზი გაგვიზიარა. 

სუპერკომპიუტერის პროგნოზის თანახმად, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ და გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ 1/8-ფინალში გავლენ, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ პლეი-ინში ითამაშებს, ირაკლი აზაროვის „შახტარი“ კი ლიგის ფაზას ვერ დაძლევს.

ასევე, თუ Football Ranked-ის მიერ ჩატარებულ სიმულაციებს დავუჯერებთ, ლიგის ფაზას პირველ ადგილზე მიუნხენის „ბაიერნი“ დაასრულებს, მეორეზე „არსენალი“ გავა, მესამეზე კი „პარი სენ-ჟერმენი“.

სუპერკომპიუტერის სიმულაციების შედეგებს სრულად ამ ბმულზე გაეცნობით.

აქვე გეტყვით, რომ ლიგის ფაზის პირველი ტურის მატჩები 8,9 და 10 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მისი პრიორიტეტი MLS-ია | მექვაბიშვილი კრაიოვას ტოვებს
    მისი პრიორიტეტი MLS-ია | მექვაბიშვილი კრაიოვას ტოვებს