გიორგი მიქაუტაძე, გაბრიელ ჟეზუში
Aa
Aa

მიქაუტაძე გამოირიცხა - ბარსელონა შემტევს არსენალიდან იმატებს

„ბარსელონამ“ ლონდონის „არსენალიდან“ გამოცდილ ბრაზილიელ შემტევს, გაბრიელ ჟეზუშს იმატებს.

გავლენიანი სატრანსფერო ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმება ორშაბათს ჩაინიშნა, რის შემდეგაც მხარეებს შორის ოფიციალური ხელშეკრულება გაფორმდება.

„ბარსელონას“ ჟეზუშის ტრანსფერი 10 მილიონი ევრო დაუჯდება, რასაც ბონუსებიც დაემატება.

ხულიან ალვარესის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, კატალონიური გუნდი თავდამსხმელს რამდენიმე კვირის განმავლობაში ეძებდა. იწერებოდა, რომ „ბარსელონა“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერითაც იყო დაინტერესებული, თუმცა ჟეზუშის დამატების შემდეგ, ამ ეტაპზე, ქართველი შემტევის „ბლაუგრანაში“ ტრანსფერი გამოირიცხა.

29 წლის გაბრიელ ჟეზუში „არსენალში“ 2022 წელს, „მანჩესტერ სიტიდან“ 52 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვილიარეალმა ალავესთან წააგო - მიქაუტაძის უგოლო მატჩი
ვილიარეალმა ალავესთან წააგო - მიქაუტაძის უგოლო მატჩი