დრამატული მატჩი -
Aa
Aa

დრამატული მატჩი - "ლივერპულის" "ქამბექი" "ტოტენჰემთან" და მორიგი 3 ქულა (ვიდეო)

პრემიერლიგის მე-10 ტურის ცენტრალური მატჩი „ენფილდზე“ შედგა - „ლივერპულმა“ „ტოტენჰემს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

„დეზებმა“ პირველი ნახევარი საკმაოდ კარგად ჩაატარეს, შეტევაში აგრესიულად დაიწყეს და პირველ წუთზე დაწინაურდნენ კიდეც.

სონის დარტყმის შემდეგ ბურთი ლოვრენს მოხვდა და მიმართულება შეიცვალა, ამ დროს კი კეინმა ვან დეიკს პოზიცია მოუგო და ანგარიში თავური დარტყმით გახსნა.

ამის შემდეგ „მერსისაიდელები“ სრულ უპირატესობას დაეუფლნენ და „ტოტენჰემს“ ნამდვილი შტურმი მოუწყვეს.

რომ არა ლონდონელთა არგენტინელი მეკარე გაზანიგა, კლოპის გუნდი ანგარიშს პირველივე ტაიმშივე გაათანაბრებდა.

„ლივერპულმა“ ანგარიში 52-ე წუთზე გაათანაბრა. გოლის ავტორი ჯორდან ჰენდერსონი გახდა.

„ტოტენჰემი“ ვერც გაშვებულმა გოლმა გამოაფხიზლა, რაც საბოლოოდ ძვირად დაუჯდათ. 75-ე წუთზე სადიო მანემ ბრძოლის დროს სერჟ ორიეს პენალტი გამოსტყუა. უნდა ითქვას, რომ მასპინძლებს ძალიან გაუმართლათ და მათ მართალია 100%-იანი, მაგრამ მაინც შემთხვევითი პენალტი მიიღეს.

სალაჰმა ზუსტად დაარტყა და ტაბლოზე საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 2:1.

„წითლები“ პირველ პოზიციას ინარჩუნებენ და „მანჩესტერ სიტის“ 6 ქულით უსწრებენ. „ტოტენჰემი“ კი 12 ქულით მე-11 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები