VAR-ის აშკარა შეცდომა - მსაჯებმა
Aa
Aa

VAR-ის აშკარა შეცდომა - მსაჯებმა "აიაქსს" გოლი არ ჩაუთვალეს

„აიაქსისა“ და „ჩელსის“ შეხვედრის შემდეგ, VAR-ს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა. პირველ ტაიმში ამსტერდამელებმა გოლი გაიტანეს, თუმცა მსაჯმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

განმეორებაზე გამოჩნდა, რომ გოლი წესების სრული დაცვით გავიდა და ქუინსი პრომესი „ჩელსის“ მცველებზე წინ არ იმყოფებოდა. პრობლემა კი ის გახლავთ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას VAR-მა გამოიყენა ეპიზოდი, როცა ჰაკიმ ზიეჩს პასი უკვე გაკეთებული ჰქონდა.

არადა მაშინ, როცა ზიეჩი თანაგუნდელს გადაცემას აწვდის, პრომესი თამაშგარე მდგომარეობაში არ იმყოფება.

მსაჯის მიერ გაუქმებულმა გოლმა მატჩის მიმდინარეობა შეცვალა და როგორც მოგეხსენებათ „აიაქსმა“ ქულების აღებაც ვერ მოახერხა.

VAR-ის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მსაჯის შეცდომაზე „ლურჯების“ გულშემატკივრებიც აპელირებდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები