''ჩვენს ცხოვრებაში საუკეთესო დღეა!'' - გავაშელიშვილმა მძიმე სენი დაამარცხა
Aa
Aa
22 ოქტომბერი 2019  |  19:28

''ჩვენს ცხოვრებაში საუკეთესო დღეა!'' - გავაშელიშვილმა მძიმე სენი დაამარცხა

თბილისის ''ლოკომოტივის'' ფეხბურთელმა მამია გავაშელიშვილმა ერთწლიანი მკურნალობა წარმატებით დაასრულა. საწყის სტადიაზე აღმოჩენილი მძიმე სენისგან სპორტსმენი სრულიად განიკურნა და უახლოეს პერიოდში ლევან კორღალიძის გუნდთან ერთად ივარჯიშებს. 

მკურნალობის წარმატებულად დასრულების თაობაზე ფეხბურთელის მეუღლემ, ანუნა იაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მან თბილისის ''ლოკომოტივის'' წევრებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გუნდებსა და ფეხბურთელებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

''კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ფეხბურთი საუკეთესო სპორტია!!! საუკეთესო ადამიანების სპორტი!!!!'' - ასე ასრულებს სამადლობელო სიტყვებს ფეხბურთელის მეუღლე.

2018 წლის სეზონში გავაშელიშვილმა თბილისის ''ლოკომოტივის'' რიგებში საქართველოს უმაღლეს ლიგაში 28 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი შეაგდო. ამპლუით ფორვარდი ბომბარდირთა დავაში მეექვსე ადგილზე გავიდა და ''ლოკოს'' საუკეთესო გოლეადორი გახდა.

2013 წელს გავაშელიშვილი ქუთაისის ''ტორპედოს'' ღირსებას იცავდა, 2014 წლიდან თბილისის ''ლოკომოტივის'' ფეხბურთელია. 2014-15 წლების სეზონში გავაშელიშვილმა საქართველოს რანგით მეორე ლიგაში 37 მატჩში 45 გოლი შეაგდო, რაც ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელია. მისი გოლები თბილისურ კლუბს ელიტაში აღზევებაში დაეხმარა.

ფოტო: gff.ge, fcloco.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები