Aa
Aa
22 ოქტომბერი 2019  |  11:39

ფედერერმა კარიერაში 1500-ე მატჩი ჩაატარა

როჯერ ფედერერმა პროფესიონალურ კარიერაში 1500-ე მატჩი ჩაატარა და ბაზელის ტურნირის პირველ წრეში გერმანელ პეტერ გოიოვჩიკს ორ სეტში მოუგო.

ლეგენდარული შვეიცარიელი მთელი შეხვედრის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს 53 წუთში - 6:2; 6:1 აჯობა.

ფედერერმა ბაზელში ზედიზედ 21-ე თამაში მოიგო. მას ეს ტურნირი 9-ჯერ აქვს მოგებული და წელს გამარჯვებით შეუძლია, პირადი რეკორდი გაიმეოროს და ჰალეს ტურნირის მსგავსად, მშობლიურ ბაზელშიც მე-10 ტიტული დაისაკუთროს.

მსოფლიოს მე-3 ჩოგანი მომდევნო წრეში დუშან ლაიოვიჩისა და რადუ ალბოტის მატჩში გამარჯვებულს შეხვდება.

ფედერერი კარიერაში რიგით 103-ე ტიტულს უმიზნებს და ჯიმი კონორსის რეკორდის დამხობას ცდილობს. ამერიკელი ლეგენდის აქტივში 109 მოგებული ტურნირია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები