Aa
Aa

რონალდუ: "ასაკი მხოლოდ ციფრებია"

კრიშტიანუ რონალდუს განცხადებით, ასაკი მხოლოდ ციფრებია და აუცილებელი ჭეშმარიტებაა არაა, კარიერა 35 წელს მიახლოებულმა დაასრულო. რონალდუ ამის შესახებ რეპორტიორებს მოსკოვის „ლოკომოტივთან“ მატჩამდე ესაუბრა.

„ასაკი მხოლოდ ციფრებია. როცა 34, 35 ან 36 წლის გახდები, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კარიერის დასრულების დრო მოვიდა. ჩემი ასპარეზობით, თუ როგორ ვთამაშობ, როგორ ფორმაში ვარ, შემიძლია ჩემივე ნათქვამი ეს სიტყვები დავადასტურო. თამაშის ხედვა, კარგი კონდიციები, ეს ყველაფერი, ამ ასაკის ფეხბურთელებში, განსხვავებას ნათლად გამოხატავს.

მატჩების მოგება, გოლების გატანა და სახლში მისულს ბედნიერი ბავშვების ფრაზა: „მამა, გილოცავ გოლის გატანას“, უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს. სწორედ ესაა ის, რაც მოტივაციას მაძლევს, ვივარჯიშო, ვითამაშო და გულშემატკივარს ჩემი ფეხბურთისადმი მიდგომითა და ვნებით სიამოვნება მივანიჭო“.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კომენტარი „იუვენტუსის“ მიზნებზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ მის გუნდს ყველა შესაძლო ტურნირის მოგება სურს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი კოლექტიური ჯილდოებია, თუკი მათ მოიგებ, შემდეგ ინდივიდუალური პრიზების მოგების შანსიც გეძლევა. რაც შეეხება „ოქროს ბურთს“, მას ჩემთვის ნომერ მეორე ჯილდოდ ვთვლი.

ჩვენს გუნდს დიდი მიზნები აქვს, სერია A-ს, იტალიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა. ვიცით, რომ ეს რთული იქნება, განსაკუთრებით „სკუდეტოსა“ და ლიგის მოგება, თუმცა, ვფიქრობ, ეს შესაძლებელია“.

კრიშტიანუ რონალდუ France Football-მა „ოქროს ბურთის“ 2019 წლის 30 ნომინანტს შორის დაასახელა, გამარჯვებული კი 2 დეკემბერს გვეცოდინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები