მესი ვან დეიკს აქებს:
Aa
Aa

მესი ვან დეიკს აქებს: "ვირჯილი ფიზიკურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელია"

ლიონელ მესის კარიერის განმავლობაში მაღალი დონის ბევრი მცველის წინააღმდეგ აქვს ნათამაშები და "ლივერპულის" უკანახაზელი, ვირჯილ ვან დეიკი მათ შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

"ლა პულგა" ჰოლანდიელს ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში გადაეყარა. "ბარსამ" პირველი შეხვედრა 3-0 მოიგო, თუმცა მეორე მატჩი 4-0 წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

ვან დეიკმა "მერსისაიდელთა" წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მესის ეს ყველაფერი მშვენივრად მოეხსენება და ვირჯილის მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს.

არგენტინელმა სუპერვარსკლავმა "ლივერპულის" ლიდერის შესახებ Marca-სთან ისაუბრა და განაცხადა: "ვან დეიკი გახლავთ მცველი, რომელიც მომენტს იდეალურად არჩევს და ზუსტად იცის შემტევების წინააღმდეგ რა დროს რა უნდა გააკეთოს. იგი ფიზიკურად ძალიან ძლიერი და სწრაფი ფეხბურთელია. მიუხედავად იმისა, რომ ვირჯილი მაღალია, იგი მაინც საკმაოდ მოძრავი მოთამაშე გახლავთ".

"ვან დეიკი, როგორც დაცვაში ასევე შეტევაში კარგად გამოიყურება და მას გოლები ხშირად გააქვს".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები