Aa
Aa

მენდეში: "რონალდუ პელეზე უკეთესი ფეხბურთელია"

გავლენიანი საფეხბურთო აგენტის, ჟორჟე მენდეშის განცხადებით, კრიშტიანუ რონალდუ ფეხბურთის ისტორიაში უკეთესი მოთამაშეა, ვიდრე პელე. პორტუგალიელი აგენტი ამის შესახებ ტურინულ გამოცემა Tuttosport-ს ესაუბრა.

„კრიშტიანუ რონალდუ პელეზე უკეთესი ფეხბურთელია. რიცხვები არ იტყუება და ისინი ყველაფერზე ნათლად მიუთითებენ. მის მიერ დამყარებული რეკორდები, კრიშტიანუს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეთა შორის აყენებს. მან პრაქტიკულად ყველაფერი მოიგო, თანაც ეს ინგლისსა და ესპანეთში გააკეთა, ახლა კი ამ სვლას იტალიაში აგრძელებს.

ამას დავუმატოთ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მიღწეული გამარჯვებები. ეროვნულ გუნდთან ერთად მან 3 ფინალში ითამაშა და მათგან ორი მოიგო. თუმცა, მჯერა, რომ მისთვის საუკეთესო პერიოდი ჯერ კიდევ წინ არის და ის „იუვენტუსში“ ასპარეზობისას დადგება“.

რონალდუმ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა, რითაც ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ მე-6 ფეხბურთელი გახდა, ვინც 700-გოლიან ნიშნულს მიაღწია. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი იმავე პელეს 57 გოლით ჩამორჩება, პირველადგილოსან ჯოზეფ ბიჩანის შედეგამდე კი 102 შედეგიანი დარტყმა აშორებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები