Aa
Aa

"ეს ჯილდო ყველა მათგანს ეკუთვნის", - ლეო მესის მე-6 ოქროს ბუცი გადაეცა

დღეს, „ბარსელონაში“ ლეო მესის ოფიციალური დებიუტიდან ზუსტად 16 წელი გავიდა. ამ საიუბილეო დღეს არგენტინელს თავისი მე-6 ოქროს ბუცი გადაეცა.

გასულ სეზონში მესიმ 34 შეხვედრაში 36 გოლის გატანა შეძლო და ევროპაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ასევე, მესის მიერ დაფიქსირებული შედეგი, ანუ ჯილდოს ექვსჯერ დაუფლება საუკეთესო შედეგი გახლავთ.

ლეოს ცერემონიაზე მეუღლე და თავისი ორი უფროსი ვაჟი ახლდა. ცერემონიას ესწრებოდნენ ლუის სუარესი და ჟორდი ალბაც.

მესიმ პრიზის მიღების შემდეგ მცირე კომენტარიც გააკეთა: „ამდენ გოლს თანაგუნდელების დახმარების გარეშე ვერ გავიტანდი. ეს ჯილდო ყველა მათგანს ეკუთვნის.

„ბარსელონა“ ყოველ სეზონში ყველაფრის მოსაგებად იბრძვის. ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია და მის მოგებას ყოველ წელს ვცდილობთ, თუმცა ლა ლიგასაც არ ვივიწყებთ.

მადლობა ალბასა და სუარესს, მათი დახმარების გარეშე ამ ყველაფერს ვერ მივაღწევდი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები