გაზრდილი მაჩვენებლები - როგორ გააუმჯობესა
Aa
Aa

გაზრდილი მაჩვენებლები - როგორ გააუმჯობესა "ბარსამ" არტური?

„ბარსას“ 23 წლის ნახევარმცველმა არტურ მელომ მიმდინარე სეზონში კოლოსალური ცვლილება განიცადა. საუბარია ფიზიკურ კონდიციებზე, რომელიც ბრაზილიელმა საგრძნობლად გააუმჯობესა და ეს მის თამაშზე პირდაპირ აისახა.

მელო „ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგ, ანუ გასულ სეზონში მოედანზე 90 წუთს ვერ ატარებდა, რადგან მას მე-60 წუთს შემდეგ დაღლა ეტყობოდა.

შარშან არტურმა „ბარსას“ მაისურით ჯამში 27 მატჩი ჩაატარა, თუმცა 90 წუთით არცერთხელ უთამაშია.

როდესაც სეზონი დასრულდა, ზაფხულში „ბარსამ“ არტურს ბრაზილიაში პირადი ფიზმომზადების მწვრთნელი გააყოლა, რომელიც ფეხბურთელს ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაში დაეხმარებოდა.

როგორც ხედავთ ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო. მიმდინარე სეზონში არტურმა ლა ლიგაში 4 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან 2-ში ბრაზილიელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.

არტურის ანგარიშზე უკვე 2 გოლიც არის. გასულ სეზონში კი მას საერთოდ არ გაუტანია.

გასულ სეზონში მელო მეტოქის ნახევარზე საშუალოდ 31 გადაცემას აკეთებდა, წელს კი მაჩვენებელი 56-მდე არის გაზრდილი.

არტური მიმდინარე სეზონში საშუალოდ 8.5 ართმევას ასრულებს, როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 4.5 იყო.

არტურ მელო "ბარსელონასთვის" შეუცვლელი მოთამაშეა. კატალონიელთა ნახევარდაცვა მასთან და მის გარეშე რადიკალურად განსხვავებულად გამოიყურება.

ეს ყველაფერი მხოლოდ ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესების დამსახურებაა, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ თანამედროვე ფეხბურთში მხოლოდ ნიჭი არაფერს ნიშნავს - შესაბამისი ფიზმომზადების გარეშე მოედანზე ვერაფერს გახდები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები