დიდი სენსაცია! - სიტი 0:2 ვულვზი
Aa
Aa

დიდი სენსაცია! - სიტი 0:2 ვულვზი

პრემიერლიგის მე-8 ტურში უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა - „მანჩესტერ სიტი“ საკუთარ მოედანზე „ვულვზთან“ დამარცხდა!

8 ტურის შემდეგ „ლივერპული“ გვარდიოლას გუნდს უკვე 8 ქულით უსწრებს! კლოპის შეგირდები სანატრელ ჩემპიონობას ნელ-ნელა უახლოვდებიან, თუმცა ჯერ მაინც ძალიან ადრეა.

რაც შეეხება მატჩს, „ქალაქელები“ უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და ბურთს 78%-ით აკონტროლებდნენ, თუმცა უშედეგოდ. პეპის გუნდმა მეორე ტაიმში კარში საერთოდ ვერ დაარტყა - 12 დარტყმიდან მიზანს ვერცერთმა უწია.

მე-80 წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ. გოლის ავტორი „ბარსას“ სკოლის აღზრდილი ადამა ტრაორე გახდა.

მსაჯის მიერ დამატებულ 94-ე წუთზე ტრაორემ დუბლი გაიფორმა და შეხვედრას წერტილი დაუსვა!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები