ჯოკოვიჩის ტრიუმფი ტოკიოში!
Aa
Aa
6 ოქტომბერი 2019  |  16:14

ჯოკოვიჩის ტრიუმფი ტოკიოში! "ნოლემ" 76-ე ტიტული ერთი ამოსუნთქვით მოიგო

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი იაპონიაში, კერძოდ კი ტოკიოში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

„ნოლემ“ ტრავმის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო. სერბის მეტოქე ფინალში ავსტრალიელი ჯონ მილმანი იყო.

ჯოკოვიჩმა 2 სეტში 6:3, 6:2 მოიგო. ნოვაკს ტურნირზე კითხვის ნიშნები არ დაუტოვებია და უკლებლივ ყველა შეხვედრა სეტის წაუგებლად მოიგო და კარიერაში 76-ე ტიტული გაიფორმა.

მატჩის მთავარი ჰაილაითი - საოცარი გათამაშება!

ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტულის მფლობელთა სიაში ჯერჯერობით მიუწვდომელია ჯიმი კონორსის რეკორდი - 109 ტიტული.

კონორსის მიღწევის დამხობის ყველაზე კარგი შანსი როჯერ ფედერერს აქვს, რომელსაც ამ მომენტისთვის 102 ტიტული აქვს მოგებული. როჯერს მოსდევს ივან ლენდლი - 94, რაფაელ ნადალი - 84 და ჯონ მაკინროი - 77.

რაც შეეხება ჰარდს, აქ ჯერჯერობით მეფე ფედერერია, რომელსაც 70 ტიტული აქვს, მეორე პოზიციას კი „ნოლე“ იკავებს - 56.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოდან ნოვაკ ჯოკოვიჩი შანხაიში გაემგზავრება და მასტერსის მოგებას შეეცდება.

შეხვედრის სრული მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები