ბრაიტონი 3-0 ტოტენჰემი - პოჩეტინოს გუნდს
Aa
Aa

ბრაიტონი 3-0 ტოტენჰემი - პოჩეტინოს გუნდს "ბაიერნმა" ფსიქოლოგიური პრობლემები დაუტოვა

„ტოტენჰემი“ ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნთან“ 2:7 განადგურების შემდეგ რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და ეს გუნდს პრემიერლიგაშიც გადაყვა.

მაურისიო პოჩეტინოს გუნდი პრემიერლიგის მე-8 ტურში „ბრაიტონს“ ესტუმრა და 0:3 დამარცხდა.

შეხვედრაში გადამწყვეტი პირველი ტაიმი გამოდგა, რომელიც „დეზებმა“ 0:2 დათმეს. „ბრაიტონი“ სრულ უპირატესობას ფლობდა. დარტყმები 11:2-ზე იყო, რასაც ლონდონელთა კარში 2 გოლიც მოჰყვა.

პირველ ტაიმში „ტოტენჰემმა“ უგო ლორისიც დაკარგა, რომელმაც მე-8 წუთზე მოედანი ტრავმის გამო დატოვა.

მეორე ნახევარში კონოლიმ დუბლი გაიფორმა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ მარცხის შემდეგ „დეზები“ 11 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფებიან, თუმცა ტურის დასრულების შემდეგ, დიდი ალბათობით ისინი უფრო ქვემოთ ჩამოინაცვლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები