Aa
Aa

"ძალიან გთხოვ ფულზე არ ილაპარაკო კლოუნო!" - ობამეიანგი ვაცკეს საჯაროდ დაუპირისპირდა

„დორტმუნდის“ გენერალურ დირექტორსა და პიერ ემერიკ ობამეიანგს შორის დაპირისპირება პიკს აღწევს.

ხუთშაბათს, ვაცკემ გაბონელ ფორვარდზე საჯაროდ საკმაოდ ირონიულად ისაუბრა.

„ობამეიანგი ამჟამად „არსენალში“ კარგად თამაშობს, ასევე მოსალოდნელია რომ ის თავს მშვიდად იგრძნობს, როდესაც თავის საბანკო ანგარიშს ნახავს, თუმცა ოთხშაბათს იმედგაცრუებული დარჩება, რადგან ტელევიზორში ჩემპიონთა ლიგის ყურება მოუწევს“.

ობამეიანგმა ვაცკეს პასუხი თვითერიდან გასცა, სადაც საკმაოდ ხმამაღალი პოსტი გამოაქვეყნა:

თქვენთვისვე უკეთესია, რომ „დორტმუნდიდან“ ჩემი წასვლის ნამდვილ მიზეზზე არ ვისაუბრო. ბატონო ვაცკე ნამდვილი კლოუნი ხართ.

კარგად მახსოვს როგორ ამბობდით, რომ უსმან დემბელეს გაყიდვას არასდროს დააპირებდით, მაგრამ როდესაც 100 მილიონზე მეტი დაინახეთ, ეს ფული პირველმა თქვენ აიღეთ.

ძალიან გთხოვ ფულზე არ ილაპარკო!!! თავი დამანებე გთხოვ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები