Aa
Aa

რონალდუს ახალი რეკორდი! - პორტუგალიელი რაულს გაუთანაბრდა

„ლევერკუზენის“ კარში გატანილი გოლის შედეგად, კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგაზე რაულის რეკორდს გაუთანაბრდა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა გერმანელთა კარში 88-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქმე ისაა, რომ რონალდუმ ამ ტურნირზე უკვე 33-ე გუნდს გაუტანა, რაც აქამდე მხოლოდ რაულს ჰქონდა გაკეთებული.

პორტუგალიელს მისი გადასწრების შანსი მიმდინარე ჯგუფურ ეტაპზევე ექნება, რისთვისაც მოსკოვის „ლოკომოტივის“ კარში გოლის გატანაა საჭირო.

ხსენებული დუეტის შემდეგ მე-3 ადგილზე ლიონელ მესია, რომელსაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ გათამაშებაში 32 მეტოქე ჰყავს დამწუხრებული.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელს მიმდინარე ჯგუფურ ეტაპზე „ინტერისა“ და „დორტმუნდის“ სახით ისეთ მეტოქეებთან თამაში მოუწევს, რომელთა კარშიც ჯერ არ გაუტანია. ასე რომ, შესაძლოა, ჯგუფური ეტაპის შემდეგ რაულის შედეგმა მე-3 ადგილზე ჩაინაცვლოს და ეს რეკორდიც რონალდუ-მესის ეპოქალურმა დუეტმა გაინაწილოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები