რუდი ფიოლერმა ინგლისის ჩემპიონატი დააკნინა
Aa
Aa

რუდი ფიოლერმა ინგლისის ჩემპიონატი დააკნინა

ლევერკუზენის "ბაიერის" სპორტული დირექტორი, რუდი ფიოლერი სკეპტიკურად უყურებს იმ აზრს, რომ მომავალში მსოფლიოს წამყვანი ფეხბურთელები "პრემიერლიგაში" იასპარეზებენ. მისი აზრით, ასეთი მოთამაშეები ინგლისის ჩემპიონატში არც ახლა არიან.

"მე იტალიის, ესპანეთისა და ინგლისის ჩემპიონატს ყოველთვის თვალს ვადევნებ. შემიძლია ვთქვა, რომ მათგან ყველაზე ნაკლებ სიამოვნებას "პრემიერლიგის" თამაშების ყურებისას ვიღებ. ინგლისში მსოფლიოს წამყვანი მოთამაშეები აღარ ასპარეზობენ და დიდი ეჭვი მაქვს, რომ მათი რიცხვი არც მომავალში გაიზრდება. მესის, რონალდუს და ნეიმარს მათ ამჟამინდელ კლუბებთან კონტრაქტები აქვთ და კარიერის გაგრძელებაც სწორედ ესპანეთში სურთ. ფაქტია, რომ "ლა ლიგა" ამჟამად ნომერ პირველი ჩემპიონატია. პროგრესი იტალიურ ფეხბურთშიც იგრძნობა და დარწმუნებული ვარ, რომ "კალჩო" თავის დიდებას დაიბრუნებს. ინგლისურ ფეხბურთზე კი ასეთი განცდა არ მაქვს. "პრემიერლიგა" რეგრესს განიცდის"  - განაცხადა რუდი ფიოლერმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები