ტრავმის გამო ბასილაშვილმა შეხვედრა შეწყვიტა - ქართველი მეცის ტურნირს დაემშვიდობა
Aa
Aa

ტრავმის გამო ბასილაშვილმა შეხვედრა შეწყვიტა - ქართველი მეცის ტურნირს დაემშვიდობა

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის საერთაშორისო 250-იანი ტურნირის ¼-ფინალში ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას დაუპირისპირდა და 3 სეტში 7:5, 3:6, 1:4 დამარცხა.

ნიკამ შეხვედრა მხრის ტრავმის გამო შეწყვიტა. ის თავს კარგად თავიდანვე ვერ გრძნობდა.

ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე მე-2 ნომრად იყო განთესილი.

პირველი სეტი დაძაბულად წარიმართა, თუმცა ბასილაშვილი საკუთარ ჩაწოდებაზე უკეთესი იყო და 7:5-იც მოიგო.

მეორე სეტში ნიკამ პოზიციები დათმო და ცონგამ მას ბრეიკი მალევე შეუსრულა, საბოლოოდ ფრანგმა საქმე ბოლომდე მიიყვანა და 6:3 გაიმარჯვა.

რაც შეეხება გადამწყვეტ სეტს, 1-1-ზე შემდეგ ცონგამ ბასილაშვილს ბრეიკი შეუსრულა და გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. თავისი ჩაწოდება მშრალზე მოიგო და 3:1 დაწინაურდა.

ცონგამ მალე მეორე ბრეიკიც შეასრულა, რის შემდეგაც ბასილაშვილმა შეხვედრა ტრავმის გამო შეაჩერა.

ნიკა მეცს დაემშვიდობა, თუმცა მთავარია პეკინის ტურნირისთვის ტრავმა ბოლომდე მოიშუშოს და მოქმედმა ჩემპიონმა ქულების დაცვა შეძლოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები