ნეიმარს დისკვალიფიკაცია ორ მატჩამდე შეუმცირეს
Aa
Aa

ნეიმარს დისკვალიფიკაცია ორ მატჩამდე შეუმცირეს

ევროპის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნეიმარი ევროტურნირებზე 3 მატჩის ნაცვლად ორს გამოტოვებს. ორგანომ აღნიშნული დასკვნა რამდენიმე საათის წინ გამოიტანა.

ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია უეფა-მ მსაჯების მიმართ გამოთქმული არაკორექტული გამოთქმების გამო დაუწესა. ნეიმარმა 1/8 ფინალში „მანჩესტერთან“ მარცხის შემდეგ სოციალური ქსელით არბიტრების კომპეტენციაში ეჭვი შეიტანა.

უეფა-მ ნეიმარი ივნისში დასაჯა, რასაც მომენტალური გასაჩივრება მოჰყვა, რომელმაც საბოლოო შედეგი დღეს მოიტანა.

ასე რომ, "ნეი" ჩემპიონთა ლიგის საწყის ორ მატჩს გამოტოვებს და პსჟ-ს ტურნირის მე-3 ტურში, "ბრიუგესთან" სტუმრად გასამართი შეხვედრისას, 22 ოქტომბერს დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები