განსაკუთრებული მადლობა ვილის | კობიაშვილის პოსტი სანიოლზე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ვილი სანიოლის ნაკრებიდან წასვლის შესახებ პოსტი დაწერა, ფრანგ სპეციალისტ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
„მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ვილი სანიოლს საქართველოს ნაკრებში გატარებული წლებისთვის. მასთან ერთად ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ქართველ გულშემატკივარს არაერთი დასამახსოვრებელი გამარჯვება აჩუქა და ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ წარმატებას მიაღწია, პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება. დაუვიწყარ მოგონებად დარჩება პირველად გაჟღერებული საქართველოს ეროვნული ჰიმნი, თამაში და ისტორიული გამარჯვება. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებთან ერთად მიღწეული ისტორიული შედეგები სამუდამოდ დარჩება ქართველი გულშემატკივრების მეხსიერებაში. მადლობა ვილის პროფესიონალიზმისთვის, განსაკუთრებული ერთგულებისა და იმ დაუვიწყარი ემოციებისთვის, რომლებიც ერთად განვიცადეთ''.
მთავარი მწვრთნელის გადაყენების საკითხი დღის წესრიგში გუშინდელი თამაშის შემდეგ დადგა - საქართველოს ეროვნულმა გუნდმა „დინამო არენაზე“ უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში ჩრდილოეთ ირლანდიელებთან 0:1 წააგო, რის გამოც სანიოლს წილად უდიდესი კრიტიკა შეხვდა. რაც შეეხება სვანაძეს, მას დღეს ახალგაზრდული ნაკრები სათამაშოდ ბერძნებთან უნდა გაეყვანა, თუმცა მის ნაცვლად ამ თანამდებობას რამაზის ასისტენტი გიორგი ადამია ჩაიბარებს.
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით 2024 წელს საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია და ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდა. ქართველმა ფეხბურთელებმა კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზეც კარგად ითამაშეს და მერვედფინალამდე გააღწიეს, სადაც მომავალ ჩემპიონ ესპანეთის ეროვნულ გუნდთან დამარცხდნენ. სვანაძის დებიუტი ორშაბათს, 28 სექტემბერს, უკრაინელებთან საშინაო მატჩში შედგება.