უფასო ბილეთები შავ ბაზარზე - პოლიციამ
Aa
Aa

უფასო ბილეთები შავ ბაზარზე - პოლიციამ "იუვეს" 10 გულშემატკივარი დააკავა

იტალიის პოლიციამ „იუვენტუსის“ გულშემატკივართა ჯგუფის 10 მოწინავე ფიგურა დააკავა, რომელთაც ბრალად სერია A-ს მატჩებზე უფასო ბილეთების შავ ბაზარზე გაყიდვა ედებათ. ეს ფაქტი იტალიური ფეხბურთის იმიჯის შელახვად შეფასდა.

დამნაშავეები პოლიციამ დაახლოებით ერთწლიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავა. სამართალდამცავებმა ორშაბათს ჩრდილოეთისა და ცენტრალური იტალიის 14 სხვადასხვა ქალაქში 39 ჩხრეკა ჩაატარეს.

აღნიშნულ 10 ადამიანს სხვადასხვა დროს ძალადობასა და რასიზმში ედებოდა ბრალი, თუმცა კლუბმა მათ უფასო ბილეთები მაინც გადასცა. მათ ბრალი უკვე წარედგინათ, რაც უკანონობებთან ერთად, კრიმინალურ შეთქმულებებს, რეკეტსა და ფულის გათეთრებას მოიცავს.

„იუვენტუსს“ ფაქტზე ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები