"არსენალმა" "უოტფორდთან" 2 ბურთიანი ფორა გაანიავა - ემერის გუნდმა კვლავ ვერ მოიგო
პრემიერლიგის მე-5 ტურში უნაი ემერის „არსენალმა“ მორიგი ქულები დაკარგა.
„მეთოფეები“ „უოტფორდს“ ესტუმრნენ და შეხვედრას ობამეიანგის დუბლით 2:0-საც იგებდნენ, თუმცა მეორე ნახევარში ყველაფერი შეიცვალა.
53-ე წუთზე კლევერლიმ ერთი ბურთი გაქვითა, 81-ე წუთზე კი რობერტო პერეირამ პენალტი ზუსტად შეასრულა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მეორე ტაიმში კიკე სანჩეს ფლორესის გუნდი ტოტალურ უპირატესობას ფლობდა. ბურთის ფლობა 61%, ხოლო კარისკენ 24-ჯერ დაარტყეს! მცდელობამ საბოლოოდ შედეგიც გამოიღო.
„არსენალი“ 8 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. ლონდონელები ზედიზედ მე-3 ტურია გამარჯვებას ვერ ახერხებენ.
რაც შეეხება „უოტფორდს“, გუნდს ჯერჯერობით თამაში არ მოუგია - 2 ფრე და 3 მარცხი. შედეგიც ლოგიკურია - მე-20 ადგილი.