გორგოძემ ჩეხეთში საერთაშორისო ტურნირი მოიგო!
Aa
Aa

გორგოძემ ჩეხეთში საერთაშორისო ტურნირი მოიგო!

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ჩეხეთში ფრიდეკ მისტეკის 25 000-იანი (ევრო)  ტურნირის გამარჯვებულია. ფინალში გორგოძემ გერმანელი კატარინა გერლახი ორ სეტში 6:1, 7:6 დაამარცხა.

გორგოძე ტურნირში 1/32-ფინალური ეტაპიდან ჩაერთო, პირველ შეხვედრაში ამერიკელ შანელ ვან ნგუიენს 7:5, 6:3 მოუგო, შემდეგ კი მაკედონიელი ლინა გიორჩესკას ბარიერი დაძლია.

ქართველმა სპორტსმენმა მეოთხედფინალში ჩეხი ჯესიკა მალეცკოვა დაამარცხა,  ხოლო ნახევარფინალში საბერძნეთის სახელით მოასპარეზე დესპინა პაპამიხაილს ორ სეტში 6:0, 6:2 სძლია.

WTA-ს ამჟამინდელი რეიტინგით ერთეულთა თანრიგში გორგოძე მსოფლიოს 234-ე ჩოგანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები