ATP Cup-ი - ბასილაშვილი, ფედერერი, ნადალი და სხვები ახალ ტურნირზე!
Aa
Aa

ATP Cup-ი - ბასილაშვილი, ფედერერი, ნადალი და სხვები ახალ ტურნირზე!

2020 წელს, იანვარში ავსტრალიაში სტარტს ახალი საცოგბურთო ტურნირი აიღებს - ATP Cup-. მასში მონაწილეობას 24 მოწინავე ქვეყანა მიიღებს.

ახალ ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად საუკეთესო 18 ჩოგბურთელს განაცხადის შეტანის ბოლო ვადად 13 სექტემბერი ჰქონდათ დათქმული. ნიკოლოზ ბასილაშვილმა თანხმობა განაცხადა და სასიხარულოა, რომ ის სხვა ვარსკვლავების გვერდით ითამაშებს.

ტურნირზე ასევე გამოვა ალექსანდრე მეტრეველიც. ATP Cup-ი საშუალებას იძლევა, რომ ჩოგბურთელმა მაქსიმუმ 750 სარეიტინგო ქულა მოაგროვოს.

უკვე ვიცით 18 მონაწილე, დანარჩენების ვინაობას კი ნოემბერში გავიგებთ.

რაც შეეხება ახალი ტურნირის დადებით მხარეს. საპრიზო ფონდი 22 მილიონი დოლარია, პლუს ამას მონაწილეებს სარეიტინგო ქულებიც მოემატებათ.

ATP Cup-ზე მონაწილე 24 ნაკრები 64 გუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. ფინალში თამაშის უფლებას 8 ნაკრები მოიპოვებს. 6 ჯგუფის გამარჯვებული და 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი.

რაც შეეხება ფორმატს - დაპირისპირება 3 შეხვედრისგან შედგება, 2 ერთეულთა და 1 წყვილთა თანრიგში.

საქართველო ახალი ტურნირის სიაში მე-14 ნომრადაა მოხვედრილი. რაც შეეხება კენჭისყრას, ვინ ვის შეხვდება ამას 16 სექტემბერს გავიგებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები