რაფაელ ნადალი, ალექსანდრ ზვერევი, ბორის ბეკერი
Aa
Aa

„დიაბეტით ჩემპიონი გახდა, იმსახურებს“ - ლეგენდებმა ზვერევზე ისაუბრეს

როლან გაროსის 2026 წლის გათამაშება ალექსანდრ ზვერევის გამარჯვებით დასრულდა - 29 წლის გერმანელმა ჩოგბურთელმა კარიერის ყველაზე დიდი ოცნება აისრულა და დიდი სლემის ტურნირი პირველად მოიგო. შეჯიბრების დასრულების შემდეგ ჩემპიონის გამოსვლა ლეგენდარულმა ჩოგბურთელებმა საინტერესოდ შეაფასეს.

ბორის ბეკერი

იმ ემოციებითაც ყველაფერი ნათელია, რომელიც ზვერევმა კობოლის დამარცხების შემდეგ გამოხატა. ის, მისი გარემოცვა, სამწვრთნელო შტაბი და ოჯახის წევრები ამისთვის დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ. რეიტინგის ზედა ნაწილში მყოფი ჩოგბურთელებიდან ასეთ წარმატებას თუ ვინმეს იმსახურებდა, სწორედ ჩემი თანამემამულეა. ზოგს დიაბეტთან ერთად ყოველდღიური ცხოვრებაც კი უჭირს, ის კი ამ დაავადებასთან ერთად ვარჯიშობს და უდიდეს წარმატებებს აღწევს.

რაფაელ ნადალი

ვულოცავ ზვერევსა და მის გუნდს. სანამ ჩოგბურთს ვთამაშობდი მსგავსი დონის შეჯიბრებებში ჩვენ გზებიც ბევრჯერ გადაკვეთილა და გერმანელი წარუმატებლობას განსაკუთრებულად განიცდიდა. იმ ურთულესი გზის ფონზე, რაც მან ტიტულამდე მოსასვლელად გაიარა, ეს გამარჯვება სრულიად დამსახურებულია.

ცნობისათვის, ალექსანდრ ზვერევმა კარიერაში პირველი დიდი სლემის მოგებით 2 მილიონ 800 ათასი ევრო გამოიმუშავა, რის შემდეგაც მისმა კარიერულმა შემოსავალმა 65,82 მილიონი შეადგინა, რითაც კარლოს ალკარასს, ენდი მარეისა და იანიკ სინერის გაუსწრო, მასზე წინ კი მხოლოდ რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი დიდი სლემი კარიერაში - მირა ანდრეევამ როლან გაროსი მოიგო
პირველი დიდი სლემი კარიერაში - მირა ანდრეევამ როლან გაროსი მოიგო