გამარჯვება მეოთხე ცდაზე - ზვერევის პირველი დიდი სლემი
ალექსანდრ ზვერევმა კარიერის მანძილზე დიდი სლემის საჩოგბურთო ტურნირი პირველად მოიგო - როლან გაროსის ფინალში გერმანელმა სპორტსმენმა იტალიელი ფლავიო კობოლი ხუთსეტიან დაძაბულ ბრძოლაში, 6:1, 4:6, 6:4, 6:7, 6:1 დაამარცხა. 29 წლის ჩოგბურთელს დიდ სლემზე აქამდე გადამწყვეტი შეხვედრა სამჯერ ჰქონდა ნათამაშები, თუმცა როგორც 2020 წლის ამერიკის ღია პირველობაზე, ასევე 2024 წლის როლან გაროსსა და 2025 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე წაგებული ჰქონდა.
დღევანდელი თამაში 4 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა და თუ მეოთხე სეტში კობოლიმ ზვერევს ნამდვილი ომი გაუმართა, ბოლო სეტში როგორც ჩანს ძალები აღარ შერჩა და მხოლოდ ერთი გეიმი მოიგო. საერთო ჯამში გერმანელმა 6 ეისი მოაწოდა, 9 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 19-დან 8 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. რაც შეეხება იტალიელს, კობოლის ანგარიშზე 6 ეისი, 2 ორმაგი შეცდომა და 8-დან 3 რეალიზებული ბრეიკ-პოინტია.
შეგახსენებთ, რომ როლან გაროსს ორი მთავარი ფავორიტი, იანიკ სინერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი ნაადრევად გამოეთიშა, ხოლო კარლოს ალკარასს ტრავმის გამო საერთოდ არ უთამაშია.