Aa
Aa

ევროპული პრესა: ბექჰემს მესის MLS-ში გადაყვანა სურს!

წამყვანი ევროპული გამოცემები, მათ შორის espn-ი, goal-ი, The Sun-ი და სხვები, არგენტინულ პრესაზე დაყრდნობით წერენ, რომ დევიდ ბექჰემი ლიონელ მესის MLS-ში გადაყვანას ეცდება.

ლეგენდარული ინგლისელის კლუბი „ინტერ მაიამი“ ამერიკის მთავარ ლიგაში 2020 წლიდან იასპარეზებს, თუმცა თადარიგს აქედანვე იჭერს და საკუთარი რიგების შევსება ექსტრა კლასის მოთამაშეებით სურს.

როგორც ირკვევა, მაიამელები არგენტინელ ვარსკვლავს მათ გუნდში გადასვლას მომავალ ზაფხულს შესთავაზებენ. თანაც, საგულისხმოა, რომ მესის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც, მას „ბარსას“ დატოვება ზაფხულიდან უფასოდ შეეძლება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი სათამაშოდ ევროპის მიღმა გადავა.

ნახსენები გამოცემების ინფორმაციით, „ინტერ მაიამი“ მესის მეგა წინადადებით მიმართავს და მას აქამდე არნახულ საკონტრაქტო პირობებს შესთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები