სხვებზე მინიმუმ 3-ჯერ მეტი კრიშტიანუს! - GDS-მა სერია A-ს ფეხბურთელთა ხელფასები გამოაქვეყნა
Aa
Aa

სხვებზე მინიმუმ 3-ჯერ მეტი კრიშტიანუს! - GDS-მა სერია A-ს ფეხბურთელთა ხელფასები გამოაქვეყნა

გავლენიანი იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ი სერია A-ს ფეხბურთელთა წლიურ ხელფასებს აქვეყნებს, რომლის სათავეშიც, რა თქმა უნდა, კრიშტიანუ რონალდუს ანაზღაურებაა.

"იუვენტუსის" პორტუგალიელი სუპერსტარი წლიურად 31 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც სიაში მეორე ადგილზე მყოფ "ბიანკონერის" კიდევ ერთი მოთამაშის, მატიის დე ლიხტის, გასამრჯელოს თითქმის 4-ჯერ, კონკრეტულად კი 23 მილიონი ევროთი აჭარბებს.

GDS-მა ჯამში იმ 13 ფეხბურთელის ხელფასი გამოაქვეყნა, რომელთა ანაზღაურებას მინიმუმ 6 მილიონი ევროა. სიაში სწორედ "ბებერი ქალბატონი" დომინირებს, რომელსაც 10 წარმომადგენელი ჰყავს, თითო ფეხბურთელით კი "ინტერი", "მილანი" და "ნაპოლი" არიან წარმოდგენილნი.

აპრილის დასაწყისში France Football-მა ყველა ფეხბურთელის შემოსავალი შეაჯამა და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ ისევ ლიონელ მესი დაასახელა. არგენტინელის წლიური შემოსავალი 130 მილიონ ევროს აღწევს, მეორე ადგილზე კი სწორედ რონალდუა, რომელიც 113 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, მე-3 პოზიციაზე ნეიმარია - 91.5 მილიონი ევრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები