იულიან ნაგელსმანი
Aa
Aa

„ცივსისხლიანობა არის საჭირო“ | ნაგელსმანის კომენტარი ეკვადორთან მარცხის შემდეგ

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა ეკვადორთან გამართული შეხვედრა შეაფასა. მისი გუნდი 1:2 დამარცხდა და გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ „ბუნდესმანშაფტს“ ესაჭიროება, უფრო ცივსისხლიანი იყოს.

„უნდა ვისწავლოთ, კარგი სტარტისა და საწყის წუთებში დაწინაურების შემდეგ, უფრო ცივსისხლიანად როგორ ვითამაშოთ. ეს უნდა გავაკეთოთ, პოზიციების ზედმეტად ხშირად შეცვლის მსგავსად.

აუცილებელია, მოედანზე მეტი თავისუფლება და იმპროვიზაცია, ე.წ Freestyle ფეხბურთი. მეტი მოთმინება გვმართებს და პოზიციების შერჩევისას მეტად სტრუქტურირებული ვიყოთ. და თუ ამ ყველაფერთან ერთად ბურთსაც ძალიან ხშირად დავკარგავთ, გარკვეულ მომენტში თამაში ძალიან რთულდება.“

შეგახსენებთ, რომ გერმანიამ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და პლეიოფში მისი მეტოქის ვინაობა ჯერ არ გარკვეულა. „ბუნდესმანშაფტის“ გარდა E ჯგუფიდან კოტ-დ’ივუარი და ეკვადორი გავიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ცდილობდნენ შეეხსენებინათ, თუ რამდენად გამორჩეული და მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის“
„ცდილობდნენ შეეხსენებინათ, თუ რამდენად გამორჩეული და მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის“