რონალდ კუმანი
Aa
Aa

ნიდერლანდებმა ჯგუფი მოიგო | ნარინჯისფრები პლეიოფში მაროკოს შეხვდებიან

მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფში პირველი ადგილი ნიდერლანდებმა დაიკავა. რონალდ კუმანის გუნდი მესამე ტურში ტუნისს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 3:1 გაიმარჯვა.

შეხვედრაში ანგარიში მალევე გაიხსნა. მესამე წუთზე დენზელ დუმფრისის ჩაწოდების შემდეგ ელიეს სხირიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მეშვიდე წუთზე ნიდერლანდელთა კუთხურს ბრაიან ბრობის გოლი მოჰყვა. სტანდარტულის შემდეგ ვირჯილ ვან დაიკმა მეორე სართულზე ითამაშა, ბრობის პასი გაუკეთა და ამ უკანასკნელს ტუნისის კარის აღება არ გასჭირვებია.

54-ე წუთზე ტუნისი თამაშში დაბრუნდა. კუთხურის შემდეგ ჰაზემ მასტურიმ გაიტანა — 1:2. შეხვედრის საბოლოო ანგარიში იან პაულ ვან ჰეკემ დაფიქსირა, რომელმაც თავით შეაგდო — 3:1.

ნიდერლანდებმა 7 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. „ნარინჯისფრები“ პლეი-ოფში მაროკოს დაუპირისპირდებიან. მეორე პოზიციაზე იაპონია გავიდა, რომელიც ბრაზილიას შეხვდება. გაირკვა ისიც, რომ შვედეთი მესამე ადგილით გავა, მისი ოპონენტი კი ჯერ ცნობილი არ არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უმნიშვნელოვანესი გამარჯვება | ეკვადორმა გერმანიას მოუგო და პლეიოფში გავიდა
უმნიშვნელოვანესი გამარჯვება | ეკვადორმა გერმანიას მოუგო და პლეიოფში გავიდა