იაპონია-შვედეთის ფრე - ორივე გუნდი პლეიოფში გავიდა
მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ტურის მატჩები F ჯგუფშიც გაიმართა. იაპონია შვედეთს დაუზავდა (1:1) და ორივე გუნდმა პლეიოფის საგზური მოიპოვა.
პირველ ტაიმში ორივე გუნდი ფრთხილობდა, ყველაზე რეალური საგოლე მომენტი კი 45-ე წუთზე იაპონიას შეექმნა, როცა შვედების მეკარემ, იაკობ ვიდელ სეტერსტრომმა კეიტო ნაკამურას დარტმული ბურთი კუთხურზე მოიგერია.
56-ე წუთზე იაპონელები დაიზენ მაედამ დააწინაურა, ხუთ წუთში კი ენტონი ელანგამ ეფექტური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. მატჩის ბოლო წუთებზე შვედეთს გამარჯვების გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა ზიონ სუზუკიმ შესანიშნავი მოგერიებებით იაპონია მეორე გაშვებული გოლისგან იხსნა.
პარალელურად გამართულ მატჩში ნიდერლანდების ნაკრებმა ტუნისს 3:1 მოუგო და ჯგუფში ადგილები ასე გადანაწილდა: ნიდერლანდები 7 ქულით - პირველი ადგილი, იაპონია 5 ქულით - მეორე, შვედეთი 4 ქულით - მესამე, ხოლო ტუნისი 0 ქულით მეოთხე ადგილი.
ამგვარად, ნიდერლანდების მეტოქე 1/16 ფინალში მაროკო იქნება, იაპონია კი ბრაზილიას დაუპირისპირდება. რაც შეეხება შვედეთს, მათი მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.